ორსული ქალი, რომელიც დაბომბვისას სამშობიაროში დაშავდა, გარდაიცვალა – Unian

ორსული ქალი, რომელიც დაბომბვის დროს მარიუპოლში სამშობიაროში იმყოფებოდა, გარდაიცვალა. ამის შესახებ უკრაინული მედია ამერიკის ხმის ჟურნალისტზე დაყრდნობით წერს.

გარდაცვლილი პირველი ორსული ქალია, რომლის ფოტოებიც რუსების თავდასხმის შემდეგ მარიუპოლის კლინიკიდან გავრცელდა. დაიღუპა მისი მუცლად მყოფი შვილიც.

ფოტოები AP-ის ფოტოგრაფმა, ევგენი მალოლეტკამ გადაიღო. ქალის გარდაცვალების შესახებ ცნობა მანაც დაადასტურა.

ოკუპანტებმა სამშობიარო და ბავშვთა საავადმყოფო 9 მარტს დაბომბეს.