“ორსულს რომ ეტყვი არ აიცრაო, მოღალატეა ქვეყნის” – ორსულებისთვის ვაქცინაციის აუცილებლობაზე NCDC-ის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მედიისთვის გამართულ ვებინარზე ისაუბრა.
“მოღალატე იქნება ქვეყნის, ორსულს რომ ეტყვის, არ აიცრაო, ორსულებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. მოვუწოდებ ორსულებს – მიბრძანდნენ და აიცრან ფაიზერით. ვთხოვ ყველას უმორჩილესად, მეანგინეკოლოგებს, სამშობიაროში მომუშავეებს – რაც მეტი ორსული იქნება, უკეთესია და ავცრათ ისინი, არ ინდობს ეს ვირუსი ორსულ ქალბატონს. კიდევ ახალი პროტოკოლებიც მუშავდება ორსულების მოვლასთან დაკავშირებით.” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.