“ზემო სვანეთიდან გადადიოდნენ ლასილის უღელტეხილით ლენტეხში, ორშაბათს მათგან შემოვიდა ზარი, რომ აცდენენ გზას” – აცხადებს ამის შესახებ, მესტიის მკვიდრი, ვიკა ფილფანი “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში”.ფილფანი ასევე აღნიშნავს, რომ დაკარგულმა პირებმა, გამოუგზავნეს კადრები იმ ადგილიდან, სადაც იმ დროისათვის იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კადრებში ნისლია, ტერიტორიის გარჩევა და ამოცნობა შესაძლებელია.
“ზემო სვანეთიდან გადადიოდნენ ლასილის უღელტეხილით ქვემო სვანეთში, ლენტეხში, მარშრუტი ერთდღიანია და ისინი გავიდნენ კვირას. მოლოდინი იყო რომ კვირასვე იქნებოდნენ ადგილზე, თუმცა ორშაბათს მათგან შემოვიდა ზარი, რომ აცდენენ გზას და ვეღარ აგნებდნენ, გარკვეული მიზეზების გამო. ეს მიზეზები ჩვენთვის უცნობია, შესაძლოა ყოფილიყო ამინდი, ან გარეული ცხოველისთვის თავის არიდება. ეს ორი ვარაუდია. ამის შემდეგ მათი კვალი ქრება” – ამბობს ვიკა ფილფანი.