ორჯერადად აცრილებმა, შესაძლოა, კერძო კომპანიებისგან ფასდაკლებები მიიღონ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილი, თამარ გაბუნიას განცხადებით, ორჯერადად აცრილი ადამიანებს შესაძლოა ფასდაკლებები დაუწესდეთ.

“განიხილება შესაძლებლობები ბიზნესთან თანამშრომლობის გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედების იმ პირებისთვის, ვისაც ექნება ე.წ. მწვანე საშვი”,– ამბობს გაბუნია ბრიფინგზე.

გაბუნიას განმარტებით, კომპანიებისგან ელოდებიან ინიციატივას.

“ეს არის, ჯერჯერობით, იდეის დონეზე. ველოდებით, რომ მათგან [კომპანიებისგან] წამოვა ეს ინიციატივა, მაგრამ ეს არის საილუსტრაციო მაგალითები, რაც სხვა ქვეყნებმა გამოიყენეს და აქ კერძო სექტორის ინიციატივა, რა თქმა უნდა, მისასალმებელი იქნება”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.