“როგორც ჩანს, სომხეთის ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ ქვეყნის კეთილდღეობა დაფუძნდა იმ ბონუსებზე, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობით და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრობით მიიღო – ეს არის რეალური ციფრები და ფაქტები, მრავალი ცარიელი, დასავლური განცხადებებისა და დაპირებებისგან განსხვავებით. პარტნიორები გვთხოვენ ამ ყველაფრის შენარჩუნებას, ამავდროულად თავად დგამენ ისეთ ნაბიჯებს, კერძოდ უსაფრთხოების სფეროში, რომლებიც აზარალებს ორმხრივ თანამშრომლობას და უგულებელყოფს რუსეთის ინტერესებს. ეს არის ორ სკამზე ერთდროულად ჯდომის მცდელობა? თუ რა ქვია ამ საქციელს”?
განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე სომხეთზე საუბრისას.