სამოქმედო გეგმას რაც შეეხება – ბავშვობაში ჭადრაკი მითამაშია და მოწინააღმდეგეს სვლას წინასწარ არასოდეს ვეუბნებით. ასევე, ბანქოს თამაშის დროს, მოწინააღმდეგეს, ვისაც ვეთამაშებით, კარტებს არასოდეს ვუშლით. თუ ვინმეს სურს, რომ კონკრეტულად დაიწეროს, დღეს, ხვალ, ზეგ და მაზეგ რას ვაკეთებთ, ეს ასე არ იქნება, იმიტომ, რომ არავინ აპირებს, მოსკოვს კარტები გაუშალოს და თავისი სვლა წინასწარ აცნობოს. მე მგონი, ამ ქვეყანაში ეჭვი არავის ეპარება, რომ ეს იყო ФСБ-ს, ანუ მოსკოვის სპეცოპერაცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ ჩატარდა. როცა ისეთი მოწინააღმდეგე გვყავს, როგორიც მოსკოვია, ჩვენი სვლა და მოქმედების გეგმა წინასწარ არ უნდა ვუთხრათ.