NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც “ოქროს მდინარეები ჩანს”- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
თხრილები, რომელიც ოქროს მოსაპოვებლად არის შექმნილი როგორც წესი უხილავია და არ ჩანს თუმცა, მზის ანარეკლის გამო ასტრონავტების ყურადღება მიიქცია. ფოტოები, დეკემბერში, საერთაშორისო კოსმოსური სააგენტოს ავსტრონავტმა გადაიღო.
ფოტოებით დასტურდება თუ როგორი გამანადგურებელი შედეგი აქვს ოქროს მოპოვებას პერუს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მადრე-დე-დიოსისთვის. ოქროს მოპოვების პროცესში ტონობით მერკური (ვერცხლის წყალი) გამოიყენება, რაც შემდგომში, მდინარეებსა და ატმოსფეროში იფანტება.
ცნობისთვის, პერუ ოქროს წამყვანი ექსპორტიორია, მადრე-დე-დიოსში კი, მოპოვების რეგულაციების გარეშე, ათასობით მაღაროელი ცდილობს ფულის გამომუშავებას. ტერიტორია, რომელიც ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა, კატასტროფის წინაშე დგას.
ოქროს მოპოვება ადგილობრივი მოსახლეობისთვის მომწამვლელიც არის – პროცესში ტონობით მერკური გამოიყენება, რაც, შემდგომში, მდინარეებსა და ატმოსფეროში გაიფანტება.
ვერცხლისწყალი ბუნებრივი ელემენტია, რომელიც ჰაერში, წყალსა და ნიადაგში გვხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვერცხლისწყალს განიხილავს იმ ქიმიურ ნივთიერებათა ათეულში, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.
ადამიანის დაავადებისა და ტოქსიკური ზემოქმედების გამოვლენის თვალსაზრისით, ვერცხლისწყალს ფართო სპექტრი გააჩნია და დამოკიდებულია, თუ რა ფორმით (ვერცხლისწყლის ორთქლი, არაორგანული ან ორგანული ნაერთები), რა გზითა და რა დოზით მოხვდება ორგანიზმში.