ოქროს საკუთარ საცავებში ის ქვეყნები აბრუნებენ, რომლებიც დასანქცირებული არიან, ან სანქციებს ელოდებიან – გოცირიძე

ოქროს საკუთარ საცავებში ის ქვეყნები აბრუნებენ, რომლებიც დასანქცირებული არიან, ან სანქციებს ელოდებიან – ასე ეხმაურება,  დეპუტატი რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც  სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაემატა.

“ქვეყნის რეზერვების 11 პროცენტი, 500 მილიონი დოლარი ჩაყარო ისეთ აქტივში, ოქროში, რომლის ფასი მკვეთრად მერყევია, იყიდო ღირებულების პიკზე, ჩამოიტანო თბილისში და დაასაწყობო, არის  უაზრობა. ამ ხუთას მილიონ დოლარს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი დოლარი შემოსავალი მოჰქონდა.
ბოლო პერიოდში, ოქროს საკუთარ საცავებში ის ქვეყნები აბრუნებენ, რომლებიც დასანქცირებული არიან ან სანქციებს ელოდებიან.
ეროვნულმა ბანკმა უნდა ახსნას 7 ტონა ოქროს შეძენის  მიზანშეწონილობა და ის დანაკარგები თუ შემოსავლები, რაც გრძელვადიან პერიოდში ამას შეიძლება მოჰყვეს.
როგორც გახდა ცნობილი, არც სავალუტო ფონდი მიესალმებოდა ამ ფაქტს.”- წერს გოცირიძე.