საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
“ორით ნაკლები ქართველი…”. – წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები წერენ, დაბომბვაში დაახლოებით 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა. დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.