ოქრუაშვილის განცხადებით, უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი  სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინაში 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

“ორით ნაკლები ქართველი…”. – წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები წერენ, დაბომბვაში დაახლოებით 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა. დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.