“ოქრუაშვილმა ჩემი ტიტველი ფოტო გამოფინა, ეს რა პოლიტიკაა? “- ეს განცხადება, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ოქრუაშვილის ეს საქციელი “უზნეო” იყო.
„აგერ ირაკლი ოქრუაშვილმა ჩემი ტიტველი ფოტო გამოფინა,რომელიც სუსმა ამოაგდო ვაიბერის ჩანაწერით. ეს რა პოლიტიკაა, გამაგებინეთ. ტიტველიფოტო გამომიფინა კაცმა. უბრალოდ ზნეობა ხო, არსებობს. ღმერთმა დამიფაროს, მტერიც რომ იყოს, იმის ტიტველი ფოტო გამოვფინო“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ცნობისთვის, 20 აპრილს, ირაკლი ოქრუაშვილმა, გიორგი ვაშაძის ნახევრად შიშველი ფოტო მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ვაშაძემ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა.