ოქტომბრიდან იქნება მშვიდი პერიოდი, ეს რამდენიმე კვირა გადავიტანოთ – ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის ამოცანაა, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი მოქალაქე აცრილი იყოს.

“ზოგი იქნება ერთჯერადად, ზოგი ორჯერადად აცრილი. მილიონს გადატანილი აქვს. ჩვენი ექიმებისა და მეცნიერების პროგნოზია, რომ შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია. ეს რამდენიმე კვირა უნდა გადავიტანოთ ყველამ ერთად და ოქტომბრიდან ყველა პროგნოზით იქნება მშვიდი პერიოდი. თუმცა მანამდე უნდა მივიდეთ მობილიზებულად და სიტუაცია უნდა იმართოს”,– თქვა მან მთავრობის სხდომაზე.

ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ უნდა გაფართოვდეს ვაქცინაციის არეალი და პროცესში ჯარი უნდა ჩაერთოს.