“ჩვენი დღესასწაულის დღეს ჩვენს პორტში პატარა სარაკეტო ხომალდი შემოვიდა. ძალიან თანამედროვე გემი – სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება”.
ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გამოცემა Известия – სთან ინტერვიუსას განაცხადა.