“სამშენებლო სამუშოები ოჩამჩირის ყურეში, სადაც რუსეთის საზღვაო ძალების გემების მუდმივი საზღვაო ბაზა განთავსდება, ჯერ არ დაწყებულა, ამ ეტაპზე მისი დაპროექტება მიმდინარეობს. მისი ფუნქციონირება შესაძლოა წელს დაიწყოს, თუმცა გამჭირდება მისი გაშვების ზუსტი დროის დასახელება და ასევე იმის თქმა, თუ კონკრეტულად რა განთავსდება პუნქტში. ეს იქნება ბაზირების ადგილი, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. რუსეთს აქვს აღებული ვალდებულებები აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჩვენ ვხედავთ, როგორ სრულდება ისინი. 2008 წლიდან ზღვაზე გემის დაკავების არანაირი შემთხვევა არ გვქონია, საზღვაო ზონაში მშვიდი ვითარებაა. შეთანხმებით ვალდებულებები აქვს აფხაზურ მხარესაც და ჩვენც ვასრულებთ მათ”
ამის შესახებ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა რითიც დაადასტურა, რომ ოჩამჩირის სამხედრო ბაზამ შესაძლოა რუსული სამხედრო ხომალდები უკვე რამდენიმე თვეში მიიღოს.