“საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველმა ხალხმა გადაარჩინა – ამჟამინდელი ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რომ საქართველო, რომელიც ოდესღაც ამ პროცესში ლიდერი იყო, დღეს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად არ არის. ეს არის ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი დანაშაული საკუთარი ხალხის მიმართ”.
წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე და ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.