„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც დიდი ხანია განაცხადა, რომ დამოუკიდებლად ვგეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას. დღეს, ჩვენ, ამ პოზიციაზე ვართ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ყველა, ხან ერთიანდებიან, ხან იშლებიან, სხვადასხვა ფორმატები იქმნება, ჩვენ ამასთან საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ამ ეტაპზე ჩვენ დამოუკიდებლად ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას.[…]  ხმების დაცვა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, სამწუხაროდ, დღეს როგორც მიმდინარეობს პროცესი, განსაკუთრებით, „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, ფაქტია, რომ „ოცნებამ“ არჩევნებით მანიპულირების და გაყალბების პროცესი უკვე დაიწყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს ვერ მიაღწევენ, ცდილობენ, მაგრამ არსებობს ის რესურსები, რომლის მობილიზებითაც ჩვენ ყველამ ხმები უნდა დავიცვათ.

ხმების დაცვისთვის აუცილებელი პირობა არის ის, რომ ყველა უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებში, მაქსიმალური რაოდენობის ამომრჩეველი უნდა მივიდეს. რაც უფრო მეტი ამომრჩეველი მივა საარჩევნო უბნებზე, „ოცნებას“ მით უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნება ხმები მოიპაროს. მეორე, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რომელთა როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, ისევე როგორც ადგილობრივ დამკვირვებლების, და ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც უკვე დაწყებულია საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, მათ გავუზიარებთ. ვფიქრობ, რომ საქართველოს 2024-2026 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ყურადღების ცენტრში, არა მხოლოდ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც. ამ არჩევნებს დიდი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული და ევროპული განვითარების თვალსაზრისით“,

 

განაცხადა ამის შესახებ, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ.