გასაგები რომ იყოს:
ოცნებამ ჯერ დაარღვია 19 აპრილის შეთანხმების ყველა პუნქტი, ხოლო შემდეგ საერთოდ გავიდა ამ შეთანხმებიდან
პასუხად ევროკავშირმა მოითხოვა შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულება (ნუ, მართლმსაჯულების ნაწილს აღარაფერი ეშველება, მაგრამ მაინც) და თქვა რომ ამაზე იქნება დამოკიდებული ფინანსური დახმარების შემდეგი ტრანშის საქართველოსთვის მოცემა
ეს ტრანში ფინანსური თვალსაზრისით დიდს არაფერ ნიშნავს, მაგრამ ევროკავშირის მხრიდან ამ ტრანშის მოცემაზე უარის თქმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი იქნებოდა
ამიტომ რა ქნა ოცნებამ?
დაასწრო და იქით თქვა უარი ამ ფულის მიღებაზე, ვალის შემცირება დავიწყეთო (რა შემცირება, შარშან 7.5 მილიარდი ახალი ვალი აიკიდეს, ოღონდ არჩევნები არ წაეგოთ)
პრიმიტიული, მაგრამ უტიფარი ვირეშმაკები არიან”
წერს გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა უარს ამბობს ევროკავშირის დახმარების მიღებაზე.