”რაც გასდით ყველაფერს გააკეთებენ და არასაკმარისად აკეთებენ. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ ტემპს ჩამორჩება, ზარმაცობენ, უფრო მეტიც შეუძლიათ და უფრო სიღრმისეული პრობლემები შეუქმნან მოსახლეობას.
ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილის საკანონმდებლო სივრციდან ან გავდივართ, ან ამ საკანონმდებლო სივრცეს ვეგუებით. ივანიშვილის დანიშნული არჩევნები არის ივანიშვილის არჩევნები, ამას საერთო არაფერი აქვს იმ არჩევნებთან, რაც ერთ დროს კანონმდებლობაში გვეწერა. რატომ უნდა შეშფოთდეს თავმოყვარე ემიგრანტი იმაზე, რომ ივანიშვილმა მიიღო კანონმდებლობა, სადაც მათ არ ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
„ქართული ოცნების“ დამოკიდებულება გასაგებია, მათ დასაჯეს ემიგრანტები, რადგან ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმ პროტესტის არსებობაში, რომელიც საქართველოში არსებობს.
უნდა ვთქვათ, რომ თუ ვებრძვით დიქტატურას, მაშინ იურიდიულ აქტებზე, კანონებზე, არჩევნების ჩატარება/არ ჩატარებაზე არ უნდა ვსაუბრობდეთ. ჩვენი ერთადერთი პრობლემაა თუ როგორ დავამხოთ დიქტატურა“
ამის შესახებ ჯგუფი „ფარის“ ერთ-ერთმა წევრმა გიორგი თავდგირიძემ განაცხადა.















