”ოცნებამ” პოლიტიკიდან ჩემი გასვლით პიროვნების კულტი დაასრულა – ივანიშვილი

”ოცნებამ” პოლიტიკიდან ჩემი გასვლით პიროვნების კულტი დაასრულა – ქართული ოცნებიდან წასვლის შემდეგ ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა პირველი განცხადება გაავრცელა.

”მმართველი პარტია არ არის დამოკიდებული ცალკეულ პიროვნებებზე და იგი ძლიერია, როგორც ერთიანი გუნდი, რომელსაც უყვარს ქვეყანა, აქვს ღირებულებები და მყარად იცავს სახელმწიფო ინტერესებს.

ამ თვალსაზრისით, ქართული ოცნების სრული ანტიპოდია ნაციონალური მოძრაობა, რომელიც, თავიდან ბოლომდე, მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე მის ერთპიროვნულ ლიდერზე არის დამოკიდებული. საკმარისია, ეს ლიდერი საჯარო სივრცეს ჩამოშორდეს და მისი პარტია მყისიერად ჩამოიშლება.

ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რასაც ქართულმა ოცნებამ ჩემთან ერთად და პოლიტიკიდან ჩემი გასვლით მიაღწია, სწორედ საქართველოში პიროვნების კულტისა და მესიანიზმის მანკიერი ტრადიციის დასრულებაა.”-განაცხადა ივანიშვილმა.