“ოცნებამ” რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა 14:36, 17-04-2024 “ქართულმა ოცნებამ” რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა – 83 მომხრე, 0 წინააღმდეგი. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზი კენჭისყრამდე, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დატოვეს.