ქართული ოცნების პარლამენტმა სასამართლოს შენობაში მედიისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვის კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე III მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტს მხარი ივანიშვილის 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კანონპროექტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, იზღუდება როგორც სასამართლოს შიგნით სივრცეში, ასევე ეზოსა და დერეფნებში გადაღება, ხოლო პროცესების გაშუქების უფლებამოსილება მიენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ დადგენილ უფლებამოსილ პირს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ “ნებისმიერ პირი, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ სივრცეში, თუ მოსამართის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს, ვერბალური, უხამსი ქმედებით და ეს უკავშირდება მოსამართლის სტატუსს – გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას”.