ოცნებამ უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაშალა

მმართველმა გუნდმა,  პარლამენტში რიგგარეშე სხდომა ჩაშალა. აღნიშნული რიგგარეშე სხდომის გამართვას ოპოზიცია გუშინ, მას შემდეგ ითხოვდა რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. აღნიშნულ მოთხოვნას პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა თუმცა “ოცნება” აცხადებს, რომ აღნიშნული სხდომის მოწვევის მიზეზი “უკრაინის საკითხის შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა”.

რიგგარეშე სხდომის გახსნისთვის 76 დეპუტატის რეგისტრაციიაა საჭირო, ოცნების არმისვლით კი კვორუმი ვერ შედგება და შესაბამისად, სხდომა ჩაიშლება.