„მიხეილ ჩხენკელის გიორგი ამილახვრის კანდიდატურით ჩანაცვლებით ამილახვრის მიმართ ალბათ, ახალი დირექტივები იქნება. ცხადია, გადაწყვეტილება არანაირი განათლების სისტემის გაუმჯობესების ან განათლების სისტემაში არსებული პრობლემების გამო არ არის მიღებული. აქ, ერთადერთი რამ არის – მმართველმა ძალამ ჩათვალა, რომ ჩხენკელმა ვერ უზრუნველყო სტუდენტების ნეიტრალიზება მარტის მოვლენებთან დაკავშირებით. რა დავალებაც დღეს ამილახვარს ექნება იმისთვის, რომ განათლების მინისტრის პოსტზე მან „ქართული ოცნების“ იმედები გაამართლოს, ეს იქნება მცდელობა იმის, რომ შეძლოს სტუდენტური მოძრაობების რეგულირება და არასასურველი გამოხტომების თავიდან აცილება. ანუ, როგორც ჩანს, რეპრესიული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული და თუ როგორ, ეს ძალიან მალე გამოჩნდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რა თქმა უნდა, ეს შედეგს არ გამოიღებს. სტუდენტობა, ის ხალხი არ არის, რომელიც რეპრესიებს შეუშინდება ან რეპრესიების გამო კომპრომისულ ნაბიჯებს გადადგამს“
აცხადებს ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე.