ოცნებას არჩევნებში უნდა ავუსრულოთ ის პანიკა, რის გამოც ის განცხადება გააკეთეს – ჯაფარიძე

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სტრატეგიულმა პარტნიორებმა უნდა განაცხადონ, რომ ქართულმა ოცნებამ გადაუხვია ევროატლანტიკურ კურსს.

“ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, რომელსაც ბევრი რაღაცები არ მოსწონს ოპოზიციის და უჭერს ქართულ ოცნებას მხარს, რადგან მაინც თვლის, რომ ეს არის პროდასავლური ძალა. გასაგები უნდა გახადონ პარტნიორებმა, რომ ესენი პროდასავლური ძალა არ არიან და ამის მერე ქართული ოცნება დამთავრდება მყისიერად”,– ამბობს ის მთავარი არხის ეთერში.

მისივე აზრით, ოპოზიციამ მონაწილეობა უნდა მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში და ის მაინც უნდა იქცეს რეფერენდუმად.

“ამ არჩევნებში უნდა ავუსრულოთ შიში და პანიკა, რის გამოც ეს განცხადება გააკეთეს, რეალობად უნდა ვუქციოთ, უნდა ვაჩვენოთ, რომ მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია და უფლება, რომ მართონ ეს ქვეყანა”,– აღნიშნა ჯაფარიძემ.