ოცნებას არ მივცემთ ფუფუნებას, მაგიდა ააყირავოს და ოპოზიციას დააბრალოს – უგულავა

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ქართულ ოცნებას არ მისცემდნენ ფუფუნებას, მაგიდის აყირავება ოპოზიციას დაბრალდეს.

“ჩვენ არ მივცემთ იმის ფუფუნებას ქართულ ოცნებას, რომ მაგიდა ააყირაოს და თან მერე ისიც ოპოზიციას დააბრალოს. ჩვენ მოლაპარაკებებს ახლა ვიწყებთ, აქამდე იყო მხოლოდ მოთელვა. მათ შორის ნერვების მოთელვა და ჩვენ ვნახეთ, ვიღაცებს არ გაუძლო, ვერ გაუძლო ნერვებმა და ჩაბარდნენ ქართულ ოცნებას”,– ამბობს გიგი უგულავა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ გაიმართება.