ოცნებას დრაკონული კანონი შემოაქვს – დეკანოიძე პარტიების დაფინანსების კანონპროექტზე

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ეხმიანება ოცნების კანონპროექტს, რომლის მიხედვით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ რიგ პრივილეგიებს კარგავს.

დეკანოიძის შეფასებით, ეს დრაკონული კანონია.

“ქვეყანაში ამდენი პრობლემაა და მმართველ ძალას საერთოდ აღქმა აქვს დაკარგული, პარალელურ რეალობაში იმყოფება და ვენეციის კომისიის დასკვნის მოუხედავად შემოაქვს დრაკონული კანონი.

“ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, რომ მნიშვნელოვნად ჩაერთოს დისკუსიაში, რომელიც იქნება ამ კანონპროექტის განხილვისას. ჩვენ რომ გვემუქრებოდნენ ჩახსნით და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერის ჩადებით, რაზეც ჩვენმა პარტნიორებმა უთხრეს ძალიან სერიოზული შენიშვნა, ახლა გადაწყვიტეს, რომ შემსუბუქებული ნორმა შემოიტანონ, რაც ასევე არ ემსახურება დემოკრატიის განვითარების ინტერესებს,”- განაცხადა დეკანოიძემ.