“გამოვთქვით სურვილი, ძალიან მაინტერესებს პრეზიდენტის გაცნობა, მისი დღევანდელი წარმოდგენების გაგება. მიხეილ სააკაშვილთან ვმუშაობდი 20 წლის წინ, როცა იუსტიციის სამინისტროში მინისტრი იყო, მაგრამ პირადი ურთიერთობა მასთან არადროს მქონია. ასე რომ დღეს მისი, როგორც პოლიტიკოსის ხედვის გაგება, ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს გასაგებს გახდიდა. ყველას ნახვა და აზრის გაგება მაინტერესებს, რომ წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება ამ კრიზისიდან გამოსვლა.[…]
თუ მას აინტერესებს ჩემი ამბავი, ჩემ ამბავს ვეტყვი, მაგრამ მე მისი ხედვა მაინტერესებს, პირველ რიგში, მაინტერესებს რას ნიშნავს შერიგება, ამ შერიგების ნაწილია ბუნებრივია, მონანიებას რასაც ეძახიან, აღიარება შეცდომების, მე ასე ვუყურებ, რომ მიხეილ სააკაშვილმა რომ ეს გააკეთოს, მას ძალუძს რომ მოუგოს “ქართულ ოცნებას”, მას ამის პოტენციალი აქვს, სინამდვილეში. “ქართულ ოცნებას” თუ რამის უნდა ეშინოდეს, უნდა ეშინოდეს იმის, რომ მიხეილ სააკაშვილმა სტრატეგია შეცვალოს. მიხეილ სააკაშვილის სტრატეგიის ცვლილება შეიძლება ხელისუფლების დაკარგვას უდრიდეს “ქართული ოცნებისთვის” და ეს მან უნდა გაიაზროს”
განაცხადა “გირჩის” ერთერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.