ქართული ოცნება აგრძელებს, მიზანმიმართული პროპაგანდით და შეკვეთილი სიუჟეტებით, ჩვენი დასავლელი პარტნიორების დემონიზებას. ზუსტად ეს გზა გაიარა პუტინის რუსეთმა, იგივე ხდებოდა ბელარუსში, ლუკაშენკოს პირობებში, იანუკოვიჩის უკრაინაში. იმ ფაქტორის, რომელმაც საქართველოს უსაფრთხოება უნდა დაიცვას საჭიროების შემთხვევაში, და იმ ძალის დემონიზება ხდება, დასავლეთისგან დაშორება, რომ ეს ქვეყანა, რუსეთის აგრესიის შემთვევაში, დაუცველი აღმოჩნდეს. ეს არის მოღალატეობრივი პოლიტიკა, რადგან გვტოვებს მარტო რეალური საფრთხის წინაშე”.

ასე გამოეხმაურა, ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე ”ქართული ოცნების” სპიკერებისა და სამთავრობო მედია იმედის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით აშშ-ს საელჩოს თანამშრომელ ევა ენლიოტს ლობისტებისგან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ევალებოდა.