[ქართულ ოცნებაში] აპირებენ კადიროვთან დაახლოებული ჯგუფების, 300-დან 500-მდე ადამიანის მობილიზებას წინასაარჩევნოდ, რომლებიც დაესხმებიან ადამიანებს თავს. ეს გინახავთ და ვნახულობთ ყოველდღიურად, რომ ამას აკეთებენ. კიდევ უფრო გასამძაფრებლად წინასაარჩევნოდ აპირებენ ამას. თუ ამას არ აპირებენ, მაშინ თქვან, რა თემაზე საუბრობდა პრემიერმინისტრი და დედაქალაქის მერი ამ ადამიანთან [ხაბიბ ნურმაგომედოვთან].
რას განიხილავდნენ? შავი ზღვის ანაკლიის პორტს განიხილავდნენ, ჩინელებს რომ მისცეს?