ოცნება გადაწყვეტილებებს მხოლოდ რუსთაველზე ხალხის სიმრავლით ცვლის – ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა ტრიბუნას ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ დღეს რუსთაველზე მოქალაქეებმა საკუთარი არჩევანი უნდა დაიცვას.

მისი თქმით, ქართული ოცნება გადაწყვეტილებებს მხოლოდ ხალხის სიმრავლით ცვლის.

„დღევანდელი აქცია არის საკუთარი ხმების დაცვის აქცია. ხალხი უნდა მოვიდეს და საკუთარი არჩევანი დაიცვას. 31 ოქტომბერს მოხდა მასიური გაყალბება. როდესაც მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთიანია და ყველას გააჩნია პრეტენზია, ეს ნიშნავს იმას, რომ არცერთი ამომრჩეველი ამ არჩევნებით კმაყოფილი არ დარჩენილა. უნდა ვისწავლოთ პროტესტი და არჩევნების დაცვა, რომელიც არის ერთადერი დემოკრატიული მექანიზმი ხელისუფლების შეცვლის. ერთადერთი ქმედითი უნარი, რასაც ,,ქართული ოცნება” აფასებს და ჩვენ ეს ნანახი გვაქვს, ეს არის ხალხის სიმრავლე რუსთაველის მოედანზე და მათი ხმა, მხოლოდ ეს ხმა ესმის „ქართულ ოცნებას” და გადაწყვეტილებებს ცვლის ამ ხმით”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დღეს 15:00 საათზე ოპოზიციური პარტიები პარლამენტთან აქციას გამართავენ. ისინი გაყალბებულ არჩევნებს გააპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.