“ოცნება დამსახურებულად შევბოჭეთ” – ენმ-მ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერა

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, „ქართული ოცნება“ დამსახურებულად და სამართლიანად შებოჭეს.

“მათ არ ჰქონდეთ გასაქანი, გავიდნენ დასავლური სივრციდან მანამ, სანამ წარმოადგენენ ოფიციალურ პირებს და სახელმწიფოს. ჩვენ არ უნდა მივცეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანასა და ქართველს ხალხს იმის გამო, რომ არასაიმედო ხელისუფლება გვყავს, ზურგი აქციონ. ამისათვის ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა გარკვეულ დებულებებში, რომელიც გაწერილი იყო 19 აპრილის შეთანხმებაში, მაგრამ დღეს ეს არის ალბათ მეასეხარისხოვანი.

არის მომენტი, როდესაც შენს თავზე მაღლა უნდა დადგე და არის მომენტი, როდესაც შენი სამართლიანი პოზიციაც კი გვერდზე უნდა გადადო და უნდა მიიღო სწორი, სახელმწიფოებრივი პოზიცია”, – თქვა ნიკა მელიამ.