ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობა არ არის გულახდილი საკუთარ მიზნებთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ სინამდვილეში, მათ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და ვფიქრობ, რომ დგამენ ისეთ ნაბიჯებს, რაც არ მისცემს ევროკავშირს საშუალებას, მიიღოს საქართველო, როგორც წევრი ქვეყანა – იქნება ეს ჟურნალისტების დაპატიმრება თუ ის თუ როგორ ექცევიან ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს. ჩემი აზრით, ეს არის რელსებიდან გადახვევის მცდელობა, რომ საქართველო ვერ გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს ისაა, რაც მთავრობას უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბევრ განცხადებას აკეთებენ, თითქოს სურთ, ევროკავშირის წევრობა.
განაცხადა ამერიკელმა პოლიტოლოგმა, ფრენსის ფუკუიამამ ფორმულასთან ინტერვიუში, გადაცემაში გლობალური პოლიტიკა.