მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ გახარიამ სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო.
მისი თქმით, მან არ დაუშვა მოვლენების ესაკალაცია.
“გახურებულ პროცესს გადაასხა ცივი წყალი და ოდნავ დამშვიდდა. იმიტომ რომ მთელი ღამის განმავლობაში ვხედავდით სამზდისს შტურმისთვის, სასწრაფოების მობილიზებას, აქედან აღმართულ ბარიკადებს. ორივე მხარე ეს დღეები ათამაშებს კუნთებს. ქართული ოცნება თავისი უგუნურებითა და სიბრიყვით და ნაციონალური მოძრაობა, რომელიც იწვევს ქართულ ოცნებას. ზუსტად მჯერა, რომ ქართული ოცნება თავისი უგუნურობით ეხმარება სააკაშვილს რომ დაბრუნდეს და მოაწყოს ის, რაზეც ოცნებობს სააკაშვილი ამ ხნის განმავლობაში”,– ამბობს ელისაშვილი ტვ პირველის ეთერში.