”ოცნება” იქცევა დღეს ისე, მოდი და დამამხე, ასე იქცეოდა ბოლოს სააკაშვილი – ასე აფასებს, პოლიტიკოსი ლევან გოგიჩაიშვილი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს. მისი თქმით მმართველი გუნდი დაემსგავსა წინა ხელისუფლებას. ამის შესახებ გოგიჩაიშვილი, TV კავკასიის გადაცემაში, “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად” საუბრობს.
“ქართული ოცნება იქცევა ისე როგორც ერთ დროს იქცეოდა სააკაშვილი, მოდი და დამამხე. ქართული ოცნება დღეს გადავიდა მაგ მდგომარეობაში, კიბატონო ასეთი ვარ და თუ გაქვს შესაძლებლობა მოდი და დამამხე. ანუ ასე იქცეოდა სააკაშვილი, როცა გავიდა თავისი მომსახურეობის ზონიდან, ყველაფერი მოირგო, დაიმხო თავზე, ქვეყანა დაიმხო თავზე, ბიზნესი დაიმხო, ყველაფერი გახრწნა და გააფუჭა და ბოლოს გეუბნება თუ რამე შეგიძლია მოდი და დამამხე და დღეს იგივე პოზიციაზე არის “ქართული ოცნება”. საკითხი დადგა ასე რომ სანამ ვერ მოერევი ფიზიკურად ისინი იქნებიან.”- აცხადებს გოგიჩაიშვილი.