“საქართველოს ხელისუფლებას არაფერი გაუფუჭებია, არაფერი დაუშავებია და არანაირი პრობლემა არ შეუქმნია პრობლემა იმ გზისთვის, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული, ეს არის გზა, რომელიც გულისხმობს საქართველოს გაწევრიანებას იმ დიდ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ჩვენ, რა თქმა უნდა ვართ თანმიმდევრულები. მივყვებით ყველა იმ განსახორციელებელ რეფორმას, გადასადგმელ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებლად გასაკეთებელია ამ მნიშვნელოვან და რთულ გზაზე. ჩვენ არანაირი გადახვევა არ გაგვიკეთებია, თუმცა, როდესაც ხდება არასწორი განცხადებების გაკეთება. არასწორი, დამაზიანებელი და ასე ვთქვათ, შეურაცხმყოფელი რეზოლუციების მიღება, რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან ამას ყოველთვის ექნება რეაგირება. იმ რეზოლუციაზე ვსაუბრობ, რომელიც შეურაცხმყოფელი იყო, შესაბამისად ამას ყოველთვის მოჰყვება ჩვენი მხრიდან რეაგირება.
საქართველო, საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, მზადაა თუნდაც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობისთვის, კიდევ უფრო რომ გავაღრმაოთ ეს ურთიერთობები, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ორმხრივი.”
განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ჟურნალისტებთან ინტერვიუში.