”ოცნება” პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას ხელახლა იწყებს

”ქართული ოცნება” პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას ხელახლა იწყებს – განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა და მიზეზად ისევ პრეზიდენტის “უნებართვო ვიზიტები” დაასახელა.

“საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელახლა აღვუძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება , რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი პირველივე სხდომებზე სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს.

საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელახლა აღვუძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთ ახალი კონსტიტუციური წარდგინება , რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურების შემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი პირველივე სხდომებზე სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენებს.

როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ 1 თვით შეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან მის გადაყენებას უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილად  სიმბოლური დატვირთვა, თუმცა ძალზე პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა.

კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი. ” ამბობს პაპუაშვილი.