“ოცნება” უკრაინის მთავრობას იმაზე მეტად აკრიტიკებს, ვიდრე რუსეთისას – კრამერი

“ოცნება” უკრაინის მთავრობას იმაზე მეტად აკრიტიკებს, ვიდრე რუსეთისას – ამბობს ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი.

“ის, რომ ამერიკა საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, სრული აბსურდია. არავის სურს, რომ ომის მასშტაბი გაფართოვდეს და საქართველო ან რომელიმე სხვა ქვეყანაც მოიცვას. ამავე დროს, ძალიან უხერხულია იმის ნახვა, რომ საქართველოს მთავრობა და ქართული ოცნება აკრიტიკებს უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს იმაზე მეტად, ვიდრე რუსეთის მთავრობას.”-ამბობს კრამერი.