“ოცნება” ძლივს ძალიან კარგ რაღაცას აკეთებს – ელისაშვილი აზარტულ თამაშებზე

“ოცნება” ძლივს ძალიან კარგ რაღაცას აკეთებს – ასე ეხმაურება პარტია “მოქალაქეების” დეპუტატის ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით.

“სულ იმას ვსაყვედურობთ ქართულ ოცნებას, რომ სახეიროს არაფერს აკეთებს ქვეყნისთვისო და ძლივს ძალიან კარგ რაღაცას აკეთებენ ქვეყნისთვის და აქ სკეპტიციზმს ჩემი კოლეგა ოპოზიციონერებისა ვერ გავიზიარებ. თუ რამე საგანგაშოდ არის ვითარება, აი, სწორედ აქ არის. მესმის მედიის სარეკლამო დანაკარგებიც, მძიმე იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც IT სექტორში არიან და მიბმული არიან ონლაინ სივრცეს. მესმის, ნამდვილად მესმის და არავინ არ მემეტება უმუშევრობისთვის… ამ დაქცეულ ქვეყანაში ორი ბიზნესი ყვავის – ბანკების და ონლაინ თამაშების”, – ამბობს  ალეკო ელისაშვილი.