საპარალამენტო უმრავლესობა ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“სამივე დეპუტატის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს უფლებამოსილების შეწყვეტას და ეს იქნება ჩვენი ხვალინდელი გადაწყვეტილება”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მდინარაძემ განმარტა, ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი სასამართლო გადაწყვეტილება გახდა. შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში არასაპატიო მიზეზით გაცდენები, ხოლო ელენე ხოშტარიამ დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე პარლამენტს თავად მიმართა.