ცესკო-მ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა. დათვლილია 2 206 უბანი 3 111 უბნიდან, სადაც მოდერნიზებული, ელექტრონული არჩევნები ჩატარდა.
წინასწარი შედეგები:
- ქართული ოცნება – 52.99% (935 004 ხმა)
- კოალიცია ცვლილებისთვის – 11.2% ( 197 619 ხმა)
- ძლიერი საქართველო – 9.02% ( 159 306 ხმა)
- გახარია საქართველოსთვის – 8.22% (145 205 ხმა)
- ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა – 9.83% (173 510 ხმა)
- გირჩი – 3.22% (56 980 ხმა)
- ლეიბორისტული პარტია – 0.75% (13 350 ხმა)
20:00 საათის მდგომარეობით ამომრჩევლის აქტივობა 58.94%-ია. ხმა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მისცა, თუმცა, ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ ეს არ არის საბოლოო შედეგები და მაღალმთიანი რეგიონების 5 უბნიდან ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ.
2012 წელს 20:00 საათზე აქტივობა 60.8% (2 197 243 ამომრჩეველი), 2016 წელს 51.63% (1 814 276 ამომრჩეველი) და 2020 წელს – 56.11% (1 970 540 ამომრჩეველი).
2024 წლის არჩევნებში 3 508 294 ამომრჩეველი მონაწილეობს. 2012 წელს ეს რიცხვი 3 613 851 იყო, 2016 წელს – 3513884, ხოლო 2020 წელს – 3 511 853.