” ოცნებისთვის” ეს იყო სიუპრიზიც და შოკიც – გოცირიძე სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელებაზე

“ოცნებისთვის” ეს იყო სიუპრიზიც და შოკიც”- ასე აფასებს  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დასახელებას.

„მიხეილ სააკაშვილის ღიად ჩართვა საარჩევნო კამპანიაში ნიშნავს კიდევ უფრო მეტი რესურსებისა და ენერგიის მობილიზებას ოპოზიციურ ფლანგზე, სწორედ ამიტომ არიან გაღიზიანებულები „ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა და მათი აგრესიული, ცინიკური, შეშინებული და სასაცილო კომენტარები მეტყველებს იმაზე, რომ ეს მათთვის ძალიან მოულოდნელი იყო.

თავისთავად, „ქართული ოცნებისთვის” ეს იყო სიუპრიზიც და შოკიც, ვინაიდან ისინი ძალიან ბედნიერები იყვნენ, როცა სააკაშვილმა მაღალი პოსტი დაიკავა უკრაინაში და ამ უზარმაზარი სახელმწიფოს განვითარების სათავეში დადგა. მაშინ იფიქრეს, რომ ის უკრაინას უკავშირებდა თავის პოლიტიკურ მომავალს, მაგრამ ეს სიურპრიზი და მოულოდნელი სვლა აღმოჩნდა მათთვის დამაბნეველი და ეს მათი კომენტარებიდანაც ჩანს, რომ ამას არ ელოდნენ. რა თქმა უნდა, მოულოდნელობის ეფექტი არის ამაში და ჩვენ ძალიან ბევრ სიურპრიზს ვიხილავთ სამომავლოდ,”- განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისათვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ” მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატად დაასახელა.