”სხვათა შორის, ევროპულისგან განსხვავებით, ამერიკული სისტემა ძალიან მობილური და ძალიან სწრაფ მოქმედებებზეა ორიენტირებული. ასე რომ, „ქართული ოცნებისთვის“ მეხის გავარდნამდე ცოტა დროა დარჩენილი.
რას ნიშნავს ამერიკის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ კონკრეტული ღონისძიებების მიღება, ამას ძალიან მტკივნეულად იგრძნობენ კონკრეტული ადამიანები. სამწუხაროდ, ეს ქვეყანასაც დააზიანებს. ინდივიდებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორს ინტერესის მთლიანად გაყოფა ძალიან ძნელია.
თუმცა, მაქსიმალური მცდელობა იქნება რომ ეს ყველაფერი წერტილოვან ხასიათს ატარებდეს”.
აცხადებს, ამის შესახებ, პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი.