“ანტიდასავლური რიტორიკის აღმავალი ხაზია და ეს არ გაჩერდება, გამორიცხულია, რომ გაჩერდეს, ჟანრის კანონებს ეწინააღმდეგება ეგეთი რამ. არ გაჩერდება არცერთ შემთხვევაში და მივა იქამდე, რომ ჩვენ მოგვიწევს იმის გადაწყვეტა, გვინდა რუსეთში ცხოვრება თუ გვინდა საქართველოში ცხოვრება, ევროპულ ქვეყანაში. საქართველოს როცა ვამბობ, მე წარმომიდგენია, რომ ვსაუბრობთ ევროკავშირის წევს ქვეყანაზე მომავალში, რამდენიმე წელიწადში, მაქსიმუმ 10-ში. სასურველია, რომ 5-ში. თუმცა, ეს რეალისტურია. ამ გადაწყვეტილების მიღება როდის მოგვიწევს, ვნახოთ, როდის დააყენებს ამ მომენტუმს “ქართული ოცნება” და აყენებს მაშინ, როდესაც ჩათვლის, რომ ყველაზე ძლიერია და ოპოზიცია ყველაზე სუსტია. ეს შეიძლება მოხდეს წელს, ეს შეიძლება მოხდეს გაზაფხულზე, ეს შეიძლება მოხდეს 2024-ზე. 2024-ზე ეს დანამდვილებით მოხდება. ამიტომ, ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ, მე ვფიქრობ, და დამხვდა ის, რომ ამისთვის მაინც და მაინც მზად არ ვართ.
ძაღლის თავი მარხია იქ, რომ ჩვენ მხარეს დღის წესრიგი არ არის. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკოსებს კვლავ ვიტყვი, მე არა ვარ ქართველ პოლიტიკოსებზე დაბალი შეხედულების. ეგ არის, ზოგადად, პრობლემა ჩვენთვის. ჩვენ ვართ მოპასუხეების რეჟიმში და მოპასუხეები მე ვფიქრობ, ფინიშამდე პირველები ვერ მიდიან, ისინი ყოველთვის ერთი ნაბიჯით უკან არიან. ან ისე უნდა უპასუხო, რომ წააქციო მოწინააღმდეგე, ჯერჯერობით ეს ვერ შევძელით,”
ამის შესახებ კი ნიკა გვარამიამ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.