ოცნების ასეთი მხარდაჭერა და ჟივილ-ხივილი რომ მქონოდა, შემრცხვებოდა – მანჯგალაძე იოსელიანზე

ოცნების ასეთი მხარდაჭერა და ჟივილ-ხივილი რომ მქონოდა, შემრცხვებოდა – ასე ეხმაურება, სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის ომბუდსმენობის კანდიდატად წარდგენას.

 

“ჩვენ ვიცოდით პოზიცია, რომ სახალხო დამცველი არ უნდა იყოს არც ოპოზიციიდან, არც ხელისუფლებიდან. სახალხო დამცველი უნდა იყოს მიუკერძოებელი არბიტრი ამ პროცესში და მე ცოტა მეუხერხულება ახლა. ლევან იოსელიანი, რომელიც ოპოზიციის მხარეს ზის მარცხნივ, გამოდის, რომ ხელისუფლებისთვის მისაღებია და ოპოზიცია არ არის, თუ რას გვეუბნებიან, ვერ მივხვდი…

მე არ მგონია, რომ ეს ქართულ ოცნებასთან შეთანხმების გარეშე სიურპრიზი იყო. ფორმატია გაუგებარი, ჩვენთან არავის უსაუბრია და ამ დროს გარიგებას იწყებ ხელისუფლებასთან, ცოტა უხერხულია. არ ვიცი თუ ვინმესთან იყო კონსულტაციები. თუ საერთო კონსენსუსი იქნება ოპოზიციას შორის, მე არ ვიქნები განხეთქილების ვაშლი, მაგრამ მე მეუხერხულება უბრალოდ. ჩემი კანდიდატურა რომ წარედგინა ქართულ ოცნებას და ასეთი მხარდაჭერა მქონოდა და ჟივილ-ხივილი, მე შემრცხვებოდა მაგალითად”- ამბობს მანჯგალაძე.