ქართული ოცნება მარცხდება და უკვე ბინძურ ხრიკებზე გადავიდა. კონტრაქტი დადებული გვაქვს, რომ ჩვენი ბილბორდები მთელ საქართველოში გაიკრას. დღეს კი საბოლოო ინფორმაცია მივიღეთ, რომ კომპანია ვისოლი ჩვენი ბილბორდების გაკვრას არ აპირებს, იმიტომ, რომ მათ შინაარსი არ მოსწონთ – რადგან, ეს შინაარსი არ მოსწონს ქართულ ოცნებას. აქ საუბარია ბანერებზე, რომელზეც პირდაპირ წერია, რომ ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ და ერთიანობა არის ერთადერთი გზა, რომელსაც საქართველო ევროკავშირისკენ მიჰყავს. ამ ბილბორდებზე თანხაც ჩარიცხული გვაქვს და კონტრაქტიც გაფორმებული, მაგრამ მის გაკვრაზე კომპანია ვისოლი, ქართული ოცნების დავალებით, უარს ამბობს.
მე მივმართავ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ბიძინა ივანიშვილს: რისი გეშინიათ? რატომ არ გვიკრავთ ბილბორდებს და მიმართავთ ასეთ ხრიკებს? კომპანია ვისოლსაც მივმართავ: გამოდით და თქვით, არის თუ არა კონტრაქტი დადებული, თანხა არის თუ არა ჩარიცხული თქვენს ანგარიშზე და ამ ბილბორდებს რა უფლებით არ აკრავთ.