სამოქალაქო მოძრაობამ “საქართველოსთვის” “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, სადაც პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, გვირგვინი მიიტანეს წარწერით “ოცნების დასასრული”.
მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვა, ამით საზოგადოების მოთხოვნა, რომ გაიმართოს ვადამდელი არჩევნები, უცვლელი რჩება.
“გახარია, ფიქტიური პრემიერი გავუშვით და ამით გინდათ გადაფაროთ დღევანდელი დღე, ასე ვერ მოხდება. ვერაფერი გიშველით ვერც კონკრეტული პირების გათავისუფლება და ვერც დანიშვნა. აუცილებელი მოთხოვნაა ვადამდელი არჩევნების ჩატარება” , – აცხადებს აქტივისტი გიორგი მუმლაძე.