ქართული ოცნების მაჟორიტარი ე.წ. ამბოხებული დეპუტატები, რომლებმაც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, მმართველი პარტიის პროპორციულ სიაში არიან.
“ოცნების” ახალ პარტიულ სიაში მოხვდნენ:
- ბერაია ირაკლი (დაჩი);
- თოლორაია ედიშერ;
- კიკნაველიძე შალვა;
- მახათაძე სულხან;
- მაჭარაშვილი გურამ;
- მეზურნიშვილი ირაკლი;
- მეშველიანი გოგი;
- მირზოევი სავალან;
- მხეიძე დიმიტრი;
- ქვარაია მერაბ;
- ჩანქსელიანი გოდერძი;
- წილოსანი ნინო;
- ხაბარელი შოთა;
- ჯაფარიძე ვიქტორ;
- ხუნდაძე დიმიტრი.
მათ გასული წლის 14 ნოემბერს ივანიშვილის დაპირებულ პროპორციულ არჩევნებს მხარი არ დაუჭრეს, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა. ოპოზიციური და საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, ქართული ოცნება დათმობაზე წავიდა და მაჟორიტარული სისტემა თითქმის პროპორციული სისტემით შეცვალა, რომელიც 120 პროპორციულ, ხოლო 30 მაჟორიტარულ ადგილს ითვალისწინებს.