”ოცნების დეპუტატი, არჩილ გორდულაძე აქციებზე ლაზერის გამოყენების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა.
“პრაქტიკამ აჩვენა, რომ შეკრებების დროს ხშირად იყენებენ ლაზერებს, სანათებს. ეს პრობლემებს უქმნის იმ ორგანოების საქმიანობას, რომელთა პასუხისმგებლობაა, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იყოს და შესაბამისი სამართალდარღვევების პრევენცია მოხდეს.მაგალითად, ლაზერებს ხშირად იყენებენ იმისთვის, რომ ის სამეთვალყურეო კამერებს მიანათონ. ამავდროულად, მაშინ, როცა ლაზერებს ანათებენ, სამართალდამცველებს ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი საქმიანობა განახორციელონ. ამიტომ, გთავაზობთ, რომ შეკრებების დროს, არც ლაზერები იყოს დასაშვები”. – თქვა გორდულაძემ










![თუ “ქართული ოცნება” პრობლემებს არ აღმოფხვრის, [ვიზების] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს – ლეიენი](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/02/4e230633-3af4-4a2f-bfc7-8a9d2964778c-218x150.jpg)




