ოცნების დეპუტატი მხარდამჭერებს მოუწოდებს, გოგი წულაიას აგინონ

ქართული ოცნების დეპუტატი დიტო სამხარაძე მმართველი პარტიის მხარდაჭერებს მოუწოდებს, გოგი წულაიას აგინონ. ამის შესახებ მან Facebook–ზე დაწერა, რის შემდეგაც წულაიას ათობით ადამიანი შეურაცხყოფას აყენებს.

“ვინც არ იცით, გეტყვით, გოგი წულაიას ყველა ვაჟკაცი ქუთაისელი ჭუჭუყლაპიას ეძახის! ვინც მაგას არ შეაგინოს, ის იყოს დორბლიანი ნაცი! ის იყოს გვარამია და სააკაშვილი! ის იყოს არა ქუთაისელი! კომენტარებში, შევაგინებ”,– წერს სამხარაძე Facebook–ზე.

ოცნების დეპუტატმა მოწოდება მას შემდეგ გაავრცელა, რაც გოგი წულაია ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა და ბერა ივანიშვილი გააკრიტიკა.

“მინდა, რომ მივმართო დედააფეთქებულ ბიძინა ივანიშვილს. რატომ გგონია, რომ ბერა არის ახლა ბედნიერი? ბერა გაგიუბედურებია იმ მლიქვნელებში რომ გაზარდე. ახლა მინდა ბერას მივმართო, შენ გაუბედურებულო ადამიანო, მეცოდები. აი, გაგინებ, მოდი და გამისწორდი. ბოლოს და ბოლოს ნამუსი აღარ არის? ყველაფერი წაგვართვით ამ ქვეყნაში, ერთი გინებით გულს ვიოხებდით და იმასაც გვართმევთ?”,– თქვა წულაიამ.