“ოცნების“ ლიდერები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ხვდებიან

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ეუთო/ ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა ამ წუთებში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

შეხვედრის დაწყებამდე მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. დღევანდელი შეხვედრა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შეეხება. მმართველი გუნდიდან შეხვედრას ესწრებიან არჩილ თალაკვაძე, ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი და კახა კუჭავა.

ცნობისთვის, საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია ეუთო/ოდირმა საპარლამენტო არჩევნები შეაფასა და წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც დასკვნაშია ნათქვამი, არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად, ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა.